ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურის განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე განმეორებით კონკურსებს აცხადებს

თბილისის მერია ჰიპოპოტამ ბეგის სკულპტურისა და ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზებისა და მათ განსახორციელებლად ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსებს განმეორებით აცხადებს. კონკურსების მიზანია ამ მიმართულებით საუკეთესო წინადადებების გამოვლენა.

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისა და განთავსების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 90 000 ლარს, ხოლო ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის – 120 000 ლარს. ამ თანხაში გათვალისწინებული უნდა იყოს ავტორის ჰონორარი.

კონკურსებში გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს.

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე Tbilisi.gov.ge

იტვირთბა....