“დღეს ბიძინა ივანიშვილი მეტისმეტად ემოციური ჩანდა. ეს ემოციური ფონი გასაგებია. არც პასუხები იყო მოულოდნელი. შეიძლება, ახლა რუსთაველზე საპროტესტო განწყობა რაოდენობაში გადმოტანილი არ არის. არასწორია საღამოობით ითვლიდე, რამდენი ადამიანი გამოვა რუსთაველზე – ამით საპროტესტო განწყობა არ იზომება! საპროტესტო განწყობა რეალურად ძალიან მაღალია, ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მკვეთრად იზრდება და ეს ვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა”
ცნობისათვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დღეს საზოგადოების პირისპირ პირველად წარსდგა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ივანიშილმა ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა ისეთი ფრაზები, როგორიაა “ზრდილობა ისწავლე, შვილო” , “სად გაიზარდე” , “სიჩუმე დაიცავი” და სხვები.
ეკა ბესელია, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი
“პალიტრანიუსის” ეთერი