ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს აპირებს რაიმე ფასად ქვეყნის სუვერენული ინტერესები რუსეთის სასარგებლოდ დათმოს – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, მათი პარტია რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის სუვერენული ინტერესების დათმობას არასდროს, არაფრის ფასად არ აპირებს.

სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრსას აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს რუსეთის დაქვემდებარებაში ცოხვრება არ სურს.

„საქართველოში პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებიც აპირებენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის იმაზე, ეს ქვეყანა იქნება თუ არა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. ამ პოლიტიკურ ძალებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ განეკუთვნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს, არაფრის ფასად არ აპირებს, დათმოს ქვეყნის სუვერენული ინტერესები რუსეთის სასარგებლოდ. თუ ეს ინტერესები „ნაციონალურ მოძრაობას“ სერგეი ლავროვისა და ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ძალად ხდის, ამას ადეკვატურად ქართველი ხალხი უპასუხებს, რომელსაც იგივე არჩევანი აქვს გაკეთებული და იმ ქვეყანაში ცხოვრება არ სურს, რომელიც არის რუსეთის დაქვემდებარებაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....