ქობულეთში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. იგი ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა. ექიმი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა, – ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის” 267-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღებას გულისხმობს.