„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, თქმით, მართალია, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან დაკავშირებით თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ ამას ხელი შიდა პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა შეუწყონ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყნისთვის პროვოკაციის მოწყობა ცალსახად დამღუპველია.
„ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ისტორიული ტერიტორიები აქვს მისაკუთრებული და ოკუპირებული, თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ საქართველოში მტრულად განწყობილმა პარტიებმა ისე არ უნდა იმოქმედონ, რომ მათ ჯერ ეს სახელი არ დავუძახოთ, შემდეგ ოკუპაციას ხელი თავისი პროვოკაციული განცხადებებით არ შეუწყონ და ისე არ იმოქმედონ, რომ მათი თითოეული განცხადება წყალს მტრის წისქვილზე ასხამდეს. ამაზე პასუხისმგებლობა მაინც უნდა აიღონ. სუბიექტური ინტერესების არსებობა გასაგებია, მაგრამ რაღაც საკითხები ხომ არის, რაზეც უნდა შევჯერდეთ, ჩამოვყალიბდეთ და პროვოკაციებს მოვეშვათ? ქვეყნისთვის პროვოკაცია დამღუპველია და მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა. ამაზე მაინც უნდა შევჯერდეთ, მაგრამ მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. ოკუპანტ ქვეყანას თავისი ინტერესები გააჩნია, მაგრამ მათ ხელი შიდა ძალებმა არ უნდა შეუწყონ და ოპოზიციონერები ამ ქმედებების განხორციელების და განცხადებების კეთების დროს დასავლურ ღირებულებებს არ უნდა ამოეფარონ“, – განაცხადა მდინარაძემ.