ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული, შეშინებული ოლიგაქრი” – მელია ივანიშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს საჯაროდ, დემონტრაციულად გადაეფარა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და ამით 20 ივნისს ღამის აქციის დარბევაც გაამართლა.

მელიას შეფასებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თავისი თანაგუნდელების გამხნევებას ცდილობს.

„ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული შფოთვებისგან გაღიზიანებული, შეშინებული ოლიგაქრი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით, ამ სტილით ცდილობს, ისედაც მცირე რიცხოვანად დარჩენილი თავისი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს პირველად საჯაროდ და ასე დემონსტრაციულად გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და ამავე დროს, ირიბად დაადასტურა, რომ მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევის დაშლის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი იყო მასთან შეთანხმებული. ივანიშვილმა დღეს პირველად ასე საჯაროდ და დემონსტრაციულად განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე გახლავთ პოლიტიზებული, გადაჭარბების გარეშე, ეს მან თქვა დღეს სიამაყით. ისიც დაამატა რომ ერთ ადამიანზეა აგებული ეს სისტემა“, – განაცხადა მელიამ.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილს რუსული დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, უარყოფით კონტექსტში არც ერთხელ არ უხსენებია და ეს მის პრორუსულ პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

„დღეს თქვენ ბატონო ივანიშვილო, დაადასტურეთ თქვენი პრორუსული პოლიტიკა, არც ერთი სიტყვა არ წამოგცდენიათ უარყოფით კონტექსტში გავრილოვის მიმართ, მისი ვიზიტის თაობაზე და მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი მოსკოვში ჩაფრინდა და იქიდან ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც კეთდება ლავროვისა და პუტინის მხრიდან. ეს არის გამორიცხული, თქვენ ხართ წარსული და ახლა, როგორც არასდროს, ერი არის გამთლიანებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

იტვირთბა....