საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პირადად მან მეორე დღეს უამბო. ამის შესახებ მან დღეს, 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი ვიზიტის დასრულებისას აღნიშნა.
„მეორე დღეს, დრო ზუსტად არ მახსოვს, მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ცნობისათვის, 17 ივლისს ივანიშვილმა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ბრძანება, შესაძლოა, თავად მან გასცა, სისულელე უწოდა და დაამატა, რომ ამას მხოლდო “ნაცები” ამბობენ.
“ეგეთ სისულელეს მარტო „ნაცები“ თუ იტყვიან, პრინციპში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი…” – განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმში, „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ.