“ივანიშვილს რომ ვხედავ, სულ ქართული ფილმი, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, მახსენდება. მე მართლა ძალიან მიკვირს, მაინც რომელ ენაზე იშოვა ამ ადამიანმა ის მილიარდები, “ტრუბები”, “იმენნა”, “ვერტალოტები”… მაძებარი ძაღლი გაცილებით უნარიანია მოძებნოს რაიმე, ვიდრე ადამიანი, გამოდის, ივანიშილს აქვს უნარი, ყნოსვით მიაგნოს ფულს, მაგრამ მას არ აქვს სხვა უნარები”
ცნობისათვის, 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დღეს საზოგადოების პირისპირ პირველად წარსდგა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ივანიშილმა ჟურნალისტების მისამართით გააჟღერა ისეთი ფრაზები, როგორიაა “ზრდილობა ისწავლე, შვილო” , “სად გაიზარდე” , “სიჩუმე დაიცავი” და სხვები.
აკაკი ბობოხიძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი