“პარასკევ საღამოს რამდენიმე ათეული კაცი თუ შევა პარლამენტში, ეს რამდენად არის გადატრიალების მცდელობა, ძალიან სადავოა. ჩვენს მოსამართლე მურუსიძესაც კი გაუჭირდება ამ განაჩენის გამოტანა. გავრილოვის საქმეზე აღშფოთდა ხალხი, იმიტომ რომ ეს პირდაპირი და მწვავე სიმბოლო, მეტაფორა იყო – ქვეყნის მთავარ სკამზე დასკუპტა ვიღაც, ოკუპანტი, კომუნისტი, მართლმადიდებელი დეპუტატი. ან კიდევ, რომ ამბობენ ყველანი ნაციონალები ხართო, რა, ნაციონალებისთვის შეიძლება დამიზნებით ტყვიების სროლა თავში?
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.
შოთა დიღმელაშვილი საპროტესტო აქცია “სირცვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი
“ტვ პირველის” ეთერი