მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ამჟამად წვდომა შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური გამოცემა „დაუნ დეტექტორი“ ავრცელებს. სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობს ან სრულიად გათიშულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, კანადასა და სხვა 32 სხვა ქვეყანაში.
მომხმარებელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარვეზებით მუშაობს სოციალური ქსელი, „ინსტრაგრამიც“.
აღნიშნული შეფერხების მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.