საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, თქმით, პროკურატურის ყველა კითხვას უპასუხა. ინფორმაცია ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ თავად განუცხადა.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ იგი მზადაა პროკურატურასთან განმეორებითი თანამშრომლობისთვის იმდენჯერვე, რამდენჯერაც ეს გამოძიებას დასჭირდება.
„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული. რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე არ მაქვს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას არანაირი პრობლემა იმიტომ, რომ კარგად ვიცით, სად არის სიმართლე. ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“, – განაცხადა გახარიამ“, – განაცხადა გახარიამ.