„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2“-ში, არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი კულტურის სირცხვილი. ასეთი ლანძღვა, რაც მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას განსჯის და განსჯის საგანია. ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის. რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ეს ამას იმსახურებს. კარგია, რომ მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის წევრების დიდი მცდელობისა, რომ ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო განვითარდეს და საქართველოში ეკონომიკა აღორძინდეს”
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას;
ბათუმში გაიართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გამართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი;