რა რეიტინგებითაც არ უნდა სარგებლობდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ვერც ერთი პარტია საქართველოში 60%-ს და 70%-ს ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ 2020 წლიდან ქვეყანას კოალიციური მთავრობა დასჭირდება, რეალისტურია.
“ასეთი დიდი უპირატესობა თუ არ ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ყველა შემთხვევაში, კოალიციური მთავრობა იქნება აუცილებელი. მე გამორიცხული მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ 50%-ს ასე გადააჭარბოს. ის მოლოდინი, რომ 2020-დან კოალიციური მთავრობა დასჭირდება ქვეყანას, არის სრულიად რეალისტური და ჩემი აზრით კარგიც და სწორიც”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა