მეხუთე კოლონა ამ შენობაში, ამ პარლამენტშია და ისინი მზად არიან, პუტინს ჩააბარონ ეს ქვეყანა, – ეს ფრაზა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, გააჟღერა.
ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი და რუს დეპუტატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები დაგმოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად, მეხუთე კოლონა ამ შენობაშია, ამ პარლამენტშია და ისინი მზად არიან, პუტინს ჩააბარონ ეს ქვეყანა. კატეგორიულად მოსათხოვია „ქართული ოცნებისგან“, რომ დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ ეს ქმედება,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.