მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს
4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაჩავდა.
ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.