ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საუბარი უნდა წარიმართოს, რამდენად ჯეროვნად ასრულებენ დოლიძე და ჯანეზაშვილი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას” – გვრიტიშვილი

რამდენად ჯეროვნად ასრულებენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი საუბრობს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა კანონიდან ის მუხლები ამოიკითხა, რომელიც საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გულისხმობს.

„როდესაც საუბრობენ საბჭოს წევრების შოთა ქადაგიძის, ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე, ჩემი აზრით, იქვე საუბარი უნდა წარიმართოს, თუ რამდენად ჯეროვნად ასრულებენ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. ხომ არ აზიანებენ ისინი თავიანთი ქმედებებით, სოციალური აქტივობებით და განცხადებებით იუსტიციის საბჭოს, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების და ცალკეული მოსამართლეების იმიჯს?

შეგახსენებთ, „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის“ 47-ე, 48-ე მუხლებში არის განსაზღვრული იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. ჩვენი რეაგირების თემა ეს არ არის. შესაძლო დარღვევებზე მათთან მიმართებაში უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და პრეზიდენტმა. მე არაერთხელ მითქვამს საბჭოს წინაშე და საჯარო გამოსვლებში, ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთოს შესაბამისი წარდგინება პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე, ამ ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი ქმედებებისა და განცხადებებისთვის, სოციალური აქტივობისთვის, პასუხი აგონ? არსებობს ნორმები და თუ არ იცავენ, მაშინ უნდა აგონ პასუხი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იტვირთბა....