“ამ დიალოგზე მივდივართ იმიტომ, რომ საქართველო არ დაიშალოს მარტივ მამრავლებად და არ განხორციელდეს სააკაშვილი-ბოკერიას გეგმა. ამიტომ მივდივართ პირდაპირ დიალოგზე, ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ რუსებთან, რომ გვინდა შევინარჩუნოთ ქვეყნის მთლიანობა. ჩვენ ამას ვეცდებით. ამდენი ფურთხის, ამდენი ლანძღვის, ამდენი მოღალატეს ძახილის ფონზე ვცდილობთ არ განხორციელდეს და ჩაიშალოს სააკაშვილისა და ბოკერიას ეს მზაკვრული რეჟიმი. იმედია, ეცნობით სოხუმისა და ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებს – ძალიან მძიმე განცხადებები კეთდება ჩვენთან მიმართებაში. ეს პროცესი გამოწვეულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ფაქტი თუა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რათ უნდა ამას ყვირილი? ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებს, ყველას აქვს თავისი სუბიექტური აღქმა ისტორიისა და დღევანდელობის. რა ხდება დავით-გარეჯში? აზერბაიჯანელი მეცნიერები მუშაობენ, რომ გარეჯი არის ალბანური კულტურის ძეგლი, გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლება არ რეაგირებს და თმობს გარეჯს. ასევეა ყველა ჩვენი მეზობელია. ღრმა პროცესები მიდის ცხინვალსა და სოხუმში. 50 წელზე მეტია ამთი სუბიექტური ისტორია იწერება. ამას პუტინი კი არ აწერინებს, თვითონ წერენ”
ირმა ინაშვილი; ტელეკომპანია “პირველი”;