“ბაქრაძეს თუ 59% აქვს, მაგ ლოგიკით 160% მაქვს მე”
ასე ეხმაურება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “პატრიოთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “რუსთავი 2-ის” მიერ ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს ეხება. კვლევის მიხედვით, დადებითი რეიტინგის მატარებელ ლიდერებში “ევროპული საქართველოს” ლიდერს დავით ბაქრაძეს 59% აქვს, ხოლო შალვა ნათელაშვილს 41%.