პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ანაკლიაში გასამართი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves Festival ბიუჯეტიდან წელს 2 599 600 ლარით დაფინანსდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება, 2019 წლის 26 ივნისით თარიღდება.
Echowaves ანაკლიაში პირველად 2018 წელს ჩატარდა, მაშინ სახელმწიფომ პროექტი 4,160,000 ლარით დააფინანსა. წინა წელს ფესტივალის ჯამურმა ბიუჯეტმა დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან ორგანიზატორების წილი 2 მილიონ ლარს შეადგენდა.
Echowaves Festival წელს ანაკლიაში 22-25 აგვისტოს ჩატარდება, ფესტივალის ფარგლებში 50 ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი არტისტი დაუკრავს.