მე არ მგონია, რომ ამ ქყვენაში მსგავსი კვლევები საინტერესო იყოს. მაგალითად, არჩევნები ცოტა ხნის წინ იყო ამ ქვეყანაში და ეს კვლევები იმ არჩევნების შედეგებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, საქართველოში მასეთი ტიპის კვლევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია და ყოველთვის აცდენილია რეალობას. 2012 წლიდან ვადევნებ ამ კვლევებს თვალს და მახსოვს 2012 წლის არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევაში ბიძინა ივანიშვილს 12 თუ 18 პროცენტი ქონდა და შემდეგ მოიგო ეს არჩევნები, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ასახავს.
ხვიჩიას განცხადებით, თავად კვლევის ჩამტარებლებს არ ჯერათ შედეგების.
თუნდაც, პირველ-მეორე ადგილებზე გასული პარტიების არჩევნები ამასწინათ იყო, საპრეზიდენტოს “ვგულისხმობ. როგორც “გირჩის” შედეგია ამ კვლევაში აცდენილი, ასევე აცდენილია ამ ორი პარტიის შედეგები. შესბამისად, ამ კვლევას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. დიდი ხნის წინ შევწყვიტეთ ასეთ კვლევებზე ნერვიულობა, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენი მიზანია ხალხს ჩვენი სათქმელი გავაგებინოთ. მე მგონი, თავად კვლევის ავტორებს არ ჯერათ ამ კვლევის შედეგები.
მე მილაპარაკია ამ კვლევების თანამშრომლებთან, თავად მათ არ ჯერათ ამ კვლევების და პოლიტიკურ პარტიებს როგორ უნდა გვჯეროდეს?! კვლევა არის არჩევნები. ჩვენ არჩევნები ცოტა ხნის წინ გავიარეთ და 5% გვქონდა, ვიღაცა 1%-ს გვიწერს. IRI-ის ყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები და ისინი არიან კონკრეტული პარტიის აქტივისტები ან მათი ოჯახის წევრები. საქართველო პატარაა ქვეყანაა და არაფერი იმალება. იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ დიდი რეიტინგი გვაქვს, უბრალოდ, ამ კვლევებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. დიდი სამუშაო რომ გვაქვს, ეს ისედაც გასაგებია. ფაქტობრივად, პრეცენდენტი არ არსებობს, რომ ასეთმა კვლევამ რეალობასთან ახლოს ჩაიარა”, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება და რომელიც “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპოდენტთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 26%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ გაერთიანებული ოპოზიცია 22%
„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 7%
„პატრიოტთა ალიანსი“ 5%
„ლეიბორისტული პარტია“ 5%
„სამოქალაქო მოძრაობა“ 2%
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ 2%
„შენების მოძრაობა“ 2%
„გირჩი“ 1%
სხვა 1%
არავის 6%
არ ვიცი/ უპასუხოდ 22%
კვლევა 20-21 ივნისის მოვლენებამდე ჩატარდა. IRI კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს და მას პარტიებს აცნობს.