ჩეჩნეთში, ნოვოშედრინსკთან ახლოს, მსუბუქმოტორიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და მაშველთა კორპუსი. რუსეთის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, გადარჩა როგორც პილოტი, ასევე საცხოვრებელ სახლში მყოფი სამივე ადამიანი.