aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პეკინის ქუჩაზე “აიტექნიკსის” მაღაზია გატეხეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამთენიისას პეკინის ქუჩაზე “აიტექნიკსის” მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები, აიპადები, მაკბუკევი და აქსესუარები. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, მათ აქვთ ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ოთხმა ადამიანმა ჯერ მაღაზიას ქვა ესროლა, ჩაამსხვრია მინები, ხოლო შემდეგ შევიდა და გამოიტანა ტექნიკა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე – ქურდობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....