ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ხელისუფლება ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით მუშაობს” – უდუმაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგბელობა აიღოს გიორგი გახარიამ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ერთი ბარტყის პრინციპით მუშაობს

“წარმოიდგინეთ, ერთი თვის მანძილზე ვნახეთ, რომ ერთ პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება დღეს კიდევ ერთი პოლიციელი დააკვეს. ერთი ბარტყის პრინციპით მუშაობს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგბელობა აიღოს გიორგი გახარიამ, შემდეგ უკვე უნდა გამოიკვლიონ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გახარია არის მთავარი ორგანიზატორი 20 ივნისის ღამის”, -განაცხდა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 1 პოლიციელი დააკავეს.

იტვირთბა....