მთავარი ციტატა

“გახარიას გადაყენება იქნება აღიარება 20 ივნისის ღამის დანაშაულის” – ჭანტურია

“გახარიას გადაყენება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ იქნება აღიარება ამ (20 ივნისის ღამის) დანაშაულის. ეს დანაშაული კი ისედაც არის უკვე გამოკვეთილი. გახარიას არ უშველის ის უტიფარი ტყუილები. ისინი “აწვებიან” “გაწელვის” პოლიტიკას, ჰგონიათ, რომ ეს აქციები მალე დაიშლება, არ ფიქრობენ სიტუაციის გამოსწორებაზე, მხოლოდ ახალი პიარი ადარდებთ, როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ისინი გასწირავენ რიგით პოლიციელებს და დანაშაული დარჩება კვლავ სისტემური”

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც. გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას;

 

გია ჭანტურია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....