წინასწარ არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი. შეიძლება, მოსამართლეთა ნახევარი ვერ დავამტკიცოთ, შეიძლება 2/3, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპონენტების გზავნილებში შეუსაბამობებია და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მსოფლიოში უპრეცედენტოდ დახვეწილია.
„ერთ მხარეს არის პიარკამპანია, რომლსაც სასამართლოს წინააღმდეგ წლების მანძილზე აწარმოებდნენ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ გამოძიებას არ ენდობიან და სასამართლოს ენდობიან. მერე აღმოჩნდება, რომ რეიტინგებში სასამართლო არც თუ ისე ცუდ მდგომარეობაში ყოფილა და ნახევარზე მეტი ამ ქვეყანაში სასამართლოს ენდობა. ოპონენტების გზავნილებში შეუსაბამობებია. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები ძალიან დახვეწილია, მსოფლიოში უპრეცედენტოდ დახვეწილი კანონია. წინასწარ არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი. შეიძლება, ნახევარი ვერ დავამტკიცოთ, შეიძლება 2/3. თუ 18 კანდიდატი შემოვა და მხარდაჭერას 12 მოიპოვებს, ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩება. თუ ყველა მოიპოვებს, ყველა დაინიშნება. შეიძლება, ნახევარიც ვერ ავირჩიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.