“მე ვარ ია კერზაიას შვილი, უკვე 8 თვე გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ გამოიძება დაწყებულია, არ გვაქვს არანაირი პახუხი, იყო დანაშაული თუ არ იყო დანაშაული. ამიტომაც, მე საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რა ხდება მაშინ, როცა თანამდებობაზე რჩება პირი, რომელიც მთავარი დამნაშავეა პროცესებში. ჩემს შემთხვევაში თანამდებობაზე იყო მიხეილ ბატიაშვილი და ამან გამოიწვია შეფერხებები. დღეს გახარია იმეორებს ზუსტად იმ ფარზებს, რასაც მაშინ ბატიაშვილი. ძალიან მსგავსი სცენარია, იმ პერიოდში გამოვიდა ბატიაშვილი და თქვა, რომ თავად იღებდა მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ორივეს მსგავსი ქმედება არის მხოლოდ სიტყვები და დაცლილი ყოველგვარი ქმედებისგან. მით უფრო, რომ გახარია არის შს მინისტრი და ის არის პირდაპირ მხარე, წარმოადგენს თავის სამინისტროს”
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.
ბაჩანა შენგელია, ადვოკატი, ია კერზაიას შვილი
“ტვ პირველის” ეთერი