ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვშია: რუსული მხარე აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩასვლაზე საუბრობს

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” წერს, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი  გიორგი ლომია უკვე მოსკოვშია და მზადაა რუს დეპუტატებთან დიალოგის დასაწყებად.  დღეს დილით ასევე მას შეუერთდებიან დეპუტატი ადა მარშანია და საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე.

დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებთან ისინი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფერობთან დაკავშირებულ საკითხებს.

რუსული მხარის ინფორმაციით, ისინი არ გამორიცხავემ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთობლივ ვიზიტსაც. ჯერჯერობით, არ კონკრეტდება “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები რომელი მხრიდან შევლენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, 2017 წელს “პატრიოტთა ალიანსის” წევრები ჩასულები იყვნენ მოსალაპარაკებლად რუს დეპუტატებთან, სადაც იდეის დონეზე შეთანხმდნენ რუსი და ქართველი დეპუტატების მხრიდან არაფორმალური ჯგუფის შექმნაზე.

იტვირთბა....