პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი ქართველი დააკავეს, ისინი სახლების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.
როგორც მედიაში წერენ, დაკავებულები პორტუგალიაში ხუთი თვის წინ ჩავიდნენ. ისინი პორტუგალიის პოლიციის ძალებმა პორტუში დააკავეს.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, დაკავებულები ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში საკეტების გახსნის ტექნიკას ასწავლიდნენ.
მედია წერს, რომ დაკავებულებს სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფებებთან აქვთ კავშირი.