“იაკობ გოგებაშვილის დროს, მასობრივი რუსიფიკაციის პირობებში, გამოწვევა იყო განათლების მშობლიურ ენაზე მიღება. მისი “დედა ენა” ამ სტრატეგიულ გამოწვევას პასუხობდა, რომელიც ნაწილი იყო თერგდალეულების ფართო მოქმედების, მათ შორის, “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფარგლებში.
დღეს გამოწვევაა, მოვამზადოთ მომავალი თაობა კონკურენციისთვის დასაქმების გლობალურ ბაზარზე, რომელშიც დასაქმების ქართული ბაზარი მხოლოდ მცირე ნაწილია.
ეს იგივეა, რომ ქართული ჯარი დღეს არა “ჯაველინებით”, არამედ დავითფერულით აღვჭურვოთ და ვამტკიცოთ, რომ წინაპრებს ამით აქვთ ბრძოლა გადახდილი.
შემეჯიბროს ბახტაძე “შუშანიკის წამების” საზეპიროების ცოდნაში, მაგრამ
რაც დღეს გვჭირდება, ესაა – კრიტიკული აზროვნება (და არა უბრალოდ ზეპირობა), ახალი გარემოსადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი, ასევე, უნარი, ცოდნა შევიძინოთ დამოუკიდებლად, მასწავლებლის ან ლექტორის გარეშე.
აძლევს ამას სკოლა დღეს თქვენს შვილებს? არა!
ან ქართულის კარგი ცოდნა სად ეტყობა ჩვენს საჯარო სივრცეს?
აბა, რას ემსახურება ეს ინიციატივა? რომ “ოცნება” პატრიოტული ძალაა? ამისი ხომ თავად “ოცნების” მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ.
ჰოდა, ამ სულელის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა პატრიოტულ გრძნობებზე თამაშით გადაფაროს მთავარი: რომ “ქართული ოცნების” პირობებში მომავალ თაობას პერსპექტივა არ აქვს.
P.S. “ოცნებას” უკვირს ხოლმე, ვასაძესთან რატომ გვაიგივებთო. ამით, ქალბატონებო და ბატონები, ამით. არაფერი ისე არ ვნებს ასე საჭირო სამოქალაქო ნაციონალიზმს, ილია ჭავაჭავაძის, ვაჟა-ფშაველას და იაკობ გოგებაშვილის იდეებს, როგორც ყალბი პატრიოტიზმი – მართებულად წოდებული, როგორც “ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარი”.
P.P.S. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა ერთ სახელმძღვანელომდე ჩამოქვეითდა. ასეთია, სოციალიზმის გარდუვალი შედეგი”
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმადაც სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“.