მთავარი ციტატა

“იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოზე რეპუტაციულ დამღას მიიტანენ”

„ბოლო თვეების განმავლობაში იმ დარღვევებზე მივუთითებდით, რომელსაც ამ პროცესში გზადაგზა ვხედავდით, მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტზე. დარღვევების ისეთი ხარისხი დაგროვდა, რომელიც შეუძლებელს ხდის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს. როგორც კვლევები აჩვენებს, არსებობს სავარაუდო გარიგება მოსამართლე წევრებს შორის. ფაქტობრივად, იუსტიციის საბჭო ნათლობას დაემსგავსა, რადგან პროცესში მონაწილეობს რამდენიმე ადამიანის ნათესავი. ამ პროცესის შედეგად არჩეული კანდიდატები უზენაეს სასამართლოს ვერ გააძლიერებენ, პირიქით, მხოლოდ რეპუტაციულ დამღას მიიტანენ. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს და მხოლოდ ხუთ-ექვს ვაკანსიაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი სექტემბერში და სწორად უნდა წარიმართოს პროცესი. ფაქტობრივი დადასტურება ვნახეთ იმის, რომ იუსტიციის საბჭოში არსებობს წინასწარ შეთანხმებით მოქმედი მაფიოზური ტიპის ჯგუფი. როცა სახალხო დამცველიდან დაწყებული, მათემატიკური ანალიზით დამთავრებული ვხედავთ, რომ დამთხვევების ის ხარისხი, რითაც ეს ჯგუფი კანდიდატებზე შეთანხმდა, არის გამორიცხული თუ წინასწარი გარიგება არ იქნებოდა, რასაც მანამდე ჩვეულებრივი დანიშვნებისას ვხედავდით“.

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

იტვირთბა....