ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს

ხვალ, 16 ივლისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე იმსჯელებს.

მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანია.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა, მომხდარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ ანვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

იტვირთბა....