“სახელმწიფოს მეთაური ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის განაცხადა ასეთი რამე რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშიო. საერთოდ ქართველებსო ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო ესეც… რა თქმა უნდა ეს ესე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის ნატო და ევროკავშირი , ეს არის ქვეყნები რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? ე.წ. შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში”
სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ქადაგებისას;