აქ პოლიტიკური ფიგურები პრაქტიკულად არ არსებობენ. გახარია იყო ყველაზე ახლოს, რაც სიმულაციასთან მიდიოდა იმის, რომ თავისუფალი ფიგურაა იმიტომ, რომ ლაპარაკის და რაღაც არტიკულირების თვალსაზრისით ძალიან წინ იყო მისი წინამორბედებისგან, მინისტრებისგან, რაც ძალიან დაბალი სტანდარტია, ადვილია იმათზე წინ ყოფნა. მაგრამ პოლიტიკური შინაარსის თვალსაზრისით, ამ ვითარებამაც, წინა ვითარებამაც – პანკისის საგამ გვაჩვენა, რომ არც ეს არ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს უბრალოდ ასისტენტია ივანიშვილის, რომელიც მან ჩამოიყვანა და დასვა აქ. არც თავისი პოლიტიკური დასაყრდენი აქვს და არც არაფერი. მოტივი, რომ ამ კაცის გაშვება პოლიტიკურად ისეთი მტკივნეულია, რომ ვერ გაუშვებს, მე არ მგონია სწორი ანალიზი. აქედან გამომდინარე, ეს ივანიშვილის სიჯიუტე მგონია. დიდი რამის დათმობა მოუწია, პროპორციული არჩევნების და ახლა ბოლომდე რაღაცის გადმოგდება არ უნდა. ასევე ლეგიტიმურია ვერსია, რომ შიგნით რაღაც შიში არის
ეს განცხადება გიგა ბოკერიამ პალიტრის ეთერში, 20-21 ივნისის აქციის დაშლისა და გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა