“ევროპულმა საქართველომ” უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს “მშვიდობიანად” და “ხელებაწეულებს” პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?”
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის ღამეს უპასუხისმგებლო მოწოდება არ უნდა გაეკეთებინა პარლამენტში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე;