aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი – როგორც კი დაგვიბარებენ, გამოკითხვაზე გამოვცხადდებით და გამოძიებას მივაწვდით ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სამოხელეო დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოიძიებს, უბრალოდ არ არის ეს ჩვენი მანდატი. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა, ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

,როგორც ჩვენთვის ცნობილია, პოლიციელების დაკითხვები პროკურატურაში უკვე დაწყებულია. არანაირი პრობლება არ გვაქვს – როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით, დასამალი არაფერი გვაქვს. საგამოძიებო უწყებას მივაწვდით აბსოლუტურად ყველაფერს, რაც იმ ღამეს ხდებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....