aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეციალური საშუალებების გამოყენებას ევროპაშიც მოყვება-ხოლმე მომიტინგეების დაზიანება – მეზვრიშვილი

“ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ღამეს ჩვენი მხრიდან მოჰყვა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას ცალსახად, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. აბსოლუტურად ყველა სპეციალური საშუალება, რაც იმ ღამეს პოლიციამ გამოიყენა, მათ შორის ეს რეზინის ტყვიები, რომლებსაც ზოგი დათვებზე სანადიროდ განკუთვნილ ტყვიებადმოიხსენიებს, ზოგი მყარი საგნების დასაზიანებლად და ბევრი შეფასება მოვისმინე – კანონმდებლობით ამ ტყვიების გამოყენება გახლავთ დასაშვები. აბსოლუტურად ყველა ის რეზინის ტყვია, რომლის გამოყენებაც იმ ღამეს მოხდა, შსს-ის აღჭურვაში დიდი ხანია, არსებობს და აისი გამოყენება კანონმდებლობით არის დასაშვები. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამორიცხული არაფერია. ამის გამოყენებას აქვს თავისი წესი. სპეციალური საშუალებების გამოყენებას ევროპაშიც, ყველამ ვიცით, მიმდინარეობს ძალადობრივი აქციები, მოჰყვება ხოლმე მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი; ტელეკომპანია “იმედი”;

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთველის გამზირზე გაამრთული ანტისაოკუპაციო აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

დაშლისას პოლიციელები მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ. აციის დაშლა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ჯამში დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა. პოლიციელთა ნაწილი მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა.

იტვირთბა....