ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ხელისუფლებას მოკითხონ – გუბაზ სანიკიძე

შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დავინახე, სად ვიყავი. მეკითხებოდნენ ასევე, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე – განაცხადა  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.

გუბაზ სანიკიძე 20-21 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

„შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დავინახე, სად ვიყავი. მეკითხებოდნენ ასევე, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საკმაოდ კორექტულად იქცეოდნენ გამომძიებლები. პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. გავიხსენე, რომ ჯაჯგურის დაწყებისას მოედანზე არ ვიყავი, ედპ-ს შტაბში ვიმყოფებოდი და მოგვიანებით მივედი ადგილზე.

ასევე, გამომძიებლებმა კითხვები დამისვეს ნიკა მელიაზე, მოვისმინე თუ არა თითქოსდა, მან თქვა შენობაში შეჭრასთან დაკავშირებით. მე არ მომისმენია, ისიც კი არ ვიცოდი, რომ თურმე მოლაპარაკებები უნდა ყოფილიყო, ეს ტელევიზიით გავიგე. მელიას არც გამოსვლა მინახავს, არც საუბარი. მერე, როცა მივედი, მელია საერთოდ არ მინახავს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სანიკიძის თმით, მისთვის სახელმწიფო გადატრიალებაზე კითხვები არ დაუსვამთ.

” სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე არც კი უკადრებიათ, ჩემთვის შეკითხვები დაესვათ. რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ. თუმცა მე ვუთხარი მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ეს უნდა მოკითხონ ხელისუფლებას, რადგან მარტივი საკითხია, გახარია რატომ არ უშვებდა ქართველ მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში, როგორც თვითონ იძახის და რატომ შეუშვეს გავრილოვი. მშვიდად და წყნარად ჩაიარა გამოკითხვამ და წამოვედი.

ჩემთან საუბარში და შეკითხვებში ნამდვილად ვერ დავინახე გამომძიებლების ტენდენციურობა, მცდელობაც კი არ ქონიათ, კორექტულად იქცეოდნენ და ალბათ ფიქრობდნენ კიდევაც, რომ ასე ადვილად გასატეხი კაცი არა ვარ. საუბარში ვუხსენე, რომ გაუფრთხილებლად დაიწყო მიტინგის დარბევა, რაც იყო კატასტროფა ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც სიტყვიერი მოწოდება იყო დაშლისა და არც არაფერი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები – ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

იტვირთბა....