ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ონიანის განცხადების გამო, 15 ივლისს რუსთავის საკრებულოსთან აქცია გაიმართება

ორშაბათს, 15 ივლისს, 12 საათზე რუსთავში, საკრებულოს შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის მიერ დაწერილი სექსისტური, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო საჯარო ბოდიშს ითხოვენ.

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის” – ასეთი კომენტარი დატოვა Facebook პოსტზე ონიანმა. როგორც მოგვიანებით მან განაცხადა ეს  კომენტარი სხვა ინგაზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს ინგა გრიოგალის გადაცემა “რეაქციაში” სტუმრად შს მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.

იტვირთბა....