20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ პარლამენტში. ეს არის ჩემი ინფორმაცია. – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს გამოეხმაურა.
ოხანაშვილის განცხადებით, ის რომ დიპლომატებმა კონკრეტული საკითხი არ გაახმოვანეს არ ნიშნავს, რომ შს მინისტრმა ტყული თქვა.
“მე ასე არ დავსვამდი შეკითხვას, რომ თითქოს ტყუილები უპოვიათ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაში. მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება, ვინც თურმე ტყუილებს პოულობს. საინტერესოა დასახელდეს წყარო. თუ, ვითომდა ტყუილების გარდა ამ ე. წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ სხვა ნაწილი ვერ ნახა მინისტრის გამოსვლაში, ძალიან რთულია ობიექტურად შევაფასოთ ე. წ. კრიტიკული საზოგადოება. 20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ პარლამენტში. ეს არის ჩემი ინფორმაცია. შეგვიძლია ვკითხოთ კონკრეტულ წარმომადგენლებს და ისინი ისაუბრებენ ამასთან დაკავშირებით – ეს ერთი. მეორე, დიპლომატების მიერ კონკრეტული საკითხის გახმოვანება არ ნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ რაიმე არასწორი განაცხადა გუშინ. ტელეეთერითაც დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაგალითად, გერმანიის ელჩი იმ საღამოს მივიდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს ცნობილი ფაქტია” – ამბობს ოხანაშვილი
შეგახსენებთ, რომ გახარიას განცხადებით, 20 ივნისის საღამოს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა. პარლამენტში ყოფნა მხოლოდ გერმენიის ელჩმა დაადასტურა და თქვა, რომ მას გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.