ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბევრი კარგი თვისება აქვს გახარიას, როგორც მენეჯერს და როგორც პიროვნებას, მაგრამ მას ახლა ადევს უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა” – ბესელია

„მან (გახარიამ) მართლა ძალიან კარგად დაიწყო და ვგულშემატკივრობდი იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მას მაინც მოუწევს რაღაც პერიოდის შემდეგ წასვლა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

ბესელიას თქმით, შეიძლება ბევრი კარგი თვისება აქვს გახარიას, როგორც მენეჯერს და როგორც პიროვნებას, მაგრამ მას ახლა ადევს უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„მან მართლა ძალიან კარგად დაიწყო და ვგულშემატკივრობდი იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ჩემი გულწრფელი და პროფესიონალური აზრია, რომ გიორგი გახარია არ არის იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს. მას მაინც მოუწევს რაღაც პერიოდის შემდეგ წასვლა. ეს არ არის ის უწყება, სადაც მისი ადგილია, სადაც ის ყველაზე ეფექტიანი იქნებოდა, როგორც მენეჯერი. ეს ძალიან სპეციფიური უწყებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ექცევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის ქვეშ. ძალიან ზუსტად უნდა იცოდე, შიგნიდან უნდა იცნობდე ამ ინსტიტუტს, რომ მისი მართვა, განსაკუთრებით ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, შესაძლებელი იყოს. შეიძლება ბევრი კარგი თვისება აქვს გახარიას, როგორც მენეჯერს და როგორც პიროვნებას, მაგრამ მას ახლა ადევს უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, არ მიმაჩნია, რომ ეს პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩაატარა ეს ოპერაცია, მიუხედავად იმისა, როგორი მოტივაცია ჰქონდა ამ ყველაფერს, როგორც არ უნდა ახსნას, რომ ინსტიტუტი დაიცვა, იმ 19 წლის გოგონას თვალის ჩინი ღირდა ამად? როცა ეს შედეგი დაგიდგება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხარ თუ არა ამაში ბრალეული, პასუხისმგებლობა თუ გაკისრია და მას აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვერ გაექცევა ამას“, – განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....