“მოსკოვში ურმით მივდივართ, “ჩერეზ” ერევანი”, – ასე უპასუხა პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადამ მარშანიამ, “მაესტროს” ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ როგორ აპირებენ მოსკოვში გამგზავრებას, ვინაიდან საავიაციო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის შეჩერებულია.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი, საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ პარტიის წევრები უახლოეს მომავალში მოსკოვში საქმიანი ვიზიტით მიდიან.