მთავარი ციტატა

“ქართველი მოსახლეობის გენოციდი აფხაზეთში მართლაც იყო” – მარშანია

“პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი, ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემის მხარე, გუგუშვილები, სულ ყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ”

ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მასობრივი გენოციდი მოაყწო.

ადა მარშანია, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი
“მაესტროს” ეთერი

იტვირთბა....