მთავარი ციტატა

ზელენსკიმ რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში შეიტანა კანონოპროექტი, რომლის თანახმად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გარემოცვის წევრები, შესაძლოა, ლუსტრაციის ქვეშ მოყვნენ.

ე.წ. მთავრობის წმენდის კანონპროექტის თანახმად, აკრძალვა 10 წლით უნდა გავრცელდეს ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე, როგორიცაა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, დეპუტატები, რადას სპიკერი და მინისტრები, გენპროკურორი, ასევე უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ეროვნული ბანკის, ანტიმონოპოლიური კომიტეტის, სახელმწიფო ქონების ფონდისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე, რომლებიც ამ პოზიციებს 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდნენ. კანონპროექტის განმარტებით, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ინიციატივის ამოცანა სამომავლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

იტვირთბა....