დღეს მართლმადიდებლური სამყარი პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება.
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათიდან აღავლენს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.