„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა ვითარება ისე უნდა დაინახონ, როგორც ეს არის და როგორც იყო და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. მე არ შემიძლია ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მივიღო,“ – ასე გამოეხმაუარა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე 20-21 ღამის მოვლენებს.
ელჩი გახარიასთან განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
„დიპლომატები აქ დასახმარებლად არიან, განსაკუთრებით დიპლომატები ევროკავშირიდან, იმიტომ რომ მათ საქართველო მოსწონთ და სურთ, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ მოსახლეობის ერთიანობას შევუწყოთ ხელი, რადგან ჩვენ არ ვართ მოხარულები იმის დანახვით, თუ როგორი დანაწევრებულია მოსახლეობა. ჩვენ ასევე ულტრამემარჯვენე ძალების გააქტიურების თვითმხილველები ვხდებით. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ერთმანეთს პატივს უნდა სცემდეს და არ უნდა იყენებდეს სიძულვილის ენას ან შეურაცხმყოფელ რიტორიკას ერთმანეთის მისამართით. ეს ჩვენი სურვილია. ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლები ვიყოთ ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ისინი გვეკითხებიან აზრს, ჩვენ ვაფიქსირებთ. პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვაფიქსირებ აზრს. მაგრამ ამის შემდეგ ის მათი პასუხისმგებლობაა, ისინი არიან არჩეულები, მათ აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს მათი ვალდებულებაა მოსახლეობის წინაშე, რომ გააზრებულად იმოქმედონ,“ – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.