არგენტინული საფეხბურთო კლუბ “იუნიონ დე გოლონდრინას” 17 წლის მეკარე რამონ ისმაელ კორონელი, მოულოდნელად თამაშის დროს გაზონზე დაეცა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ტვიტერზე გავრცელდა.
როგორც ირკვევა, შუა თამაშის დროს, ახალგაზრდა მეკარემ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია და როცა სიხარულით, თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნავდა აღებულ ბურთს, უცებ მინდორზე დაეცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, პენალტის აღების დროს ბურთი მას საკმაოდ დიდი ძალით მოხვდა გულმკერდის არეში, რაც საბოლოოდ, გახდა კიდეც მისი გარდაცვალების მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, იგი გულის შეტევით დაიღუპა.