“გახარია სისხლიანი მინისტრია, ის უკვე აქლემის ტვირთია „ქართული ოცნებისთვის”. ჩვენ გველაპარაკება დამნაშავე, მან დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა და ეს იქნება მისთვის ბრალდების წაყენების საფუძველი. მან თქვა, მე გავეცი ბრძანება, ერთი, აღიარა ხომ, მეორე, თქვა, რომ ჩემი პრესტიჟის ამოცანაა, რომ დავიჭირო პოლიტიკოსები, ანუ დანაშაულებრივი განზრახვა გაამჟღავნა… რა თქმა უნდა, ყველა ხელისუფლება წაუყენებს მას ბრალს”
ეს განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ვალერი გელბახიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრზე საუბრისას გადაცემაში “არჩევანი” გააკეთა.