რაც მალე დაიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია სცადოთ, უკეთესი იქნება თქვენთვის, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” პავილიონთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,გიორგი გახარიას.
მაქარაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები არ შეწყდება, ვიდრე გიორგი გახარია თავის თანამდებობას არ დატოვებს.
“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, გახარიას გაგონებაზე გაახსენდებათ, თუნდაც ის სიმღერა “გახარიას უხარია, როცა ბავშვებს ტყვია ხვდება” გაახსენდებათ. გაახსენდებათ მაკო გომური. არ ვიცი, ამით როგორ უნდა იცხოვროთ, როგორც ადამიანი მეცოდებით, მაგრამ როგორც შს მინისტრი ამ მაგარი პოლიციელების, რომლებიც 22 დღეა გვიცავენ, ამათი უფროსი თქვენ ვეღარ ხართ. უნდა გადადგეთ”, – განაცხადა მაქარაშვილმა.