ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ხალხი იმედგაცრუებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობით“, ასევე „ქართული ოცნებით” – შტეფან მაისტერი

ქართველი ხალხი იმედგაცრუებულია ორივე ჯგუფით – იმედგაცრუებული არიან „ნაციონალური მოძრაობით“ და ასევე იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნებით“. ისინი უკვე ვეღარ ხედავენ პროგრესს და ალტერნატივას ეძებენ,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, შტეფან მაისტერმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამჟამინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხედავს თუ არა იგი დასაყრდენ ძალას, მაისტერი პასუხობს, რომ ვერა.

„ამას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ახალი პარტიის შესაქმნელად სივრცე ძალიან შეზღუდულია. ვფიქრობ, ორივე იმ პარტიებს, რომელიც ვახსენე ერთმანეთი სჭირდება იმისათვის, რომ მტერი ჰყავდეს. ძალიან შეზღუდულია სივრცე ახალი პარტიის შესაქმნელად, რომელსაც ნამდვილად ენდომება ქვეყნისა და ხალხისთვის პროგრესი. შეიძლება ამ დემონსტრაციებიდან რაღაც ახალი შეიქმნას, იყო განცხადებებიც გარკვეული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მხრიდან, რომ ახალ პარტიას ქმნიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სხვა ადგილიდან უნდა მოხდეს, არა არსებული პოლიტიკური ელიტიდან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, სრულიად ნულიდან, იმისათვის, რომ ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ და არ უკავშირდებოდნენ პოლიტიკას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა“,-აღნიშნა მაისტერმა.

იტვირთბა....