ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

argadadge.ge – შს მინისტრის მხარდასაჭერად ვებ-გვერდი შეიქმნა

argadadge.ge – ასე ჰქვია იმ ვებ-გვერდს, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან, ითხოვენ რომ იგი არ გადადგეს.

“მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას”, – აღნიშნულია გვერდზე.

იმავე საიტზე მითითებულია ხელმომწერების ამ დროისთვის არსებული რაოდენობა – 5971. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით.

“ტაბულას” ინფორმაციით, ვებ-გვერდზე მითითებულია ხელმომწერების სახელებიც, კერძოდ ამ სახელით დარეგისტრირებული ფეისბუქ მომხმარებლები. მათ შორის, არიან: უფაალო გაძლიერე საქართველო ამინ, Спартак Кудба, აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, Çiğdem Merttürk, ოფიცერი ბეგლარ გოგია, Граф Монте Кристо, კოლხურ იბერიული ორდენი, ليكا ليكا, ერნესტო ჩე-გევარა, ყველაფერი საუკეთესო, にな ガビリ ワト, კოლხი კაცი, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, 和 野, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი, Kirchxibi Saswori Für Immer და ა.შ.

იტვირთბა....